ბოტანიკური ბაღის სამეურნეო საქმიანობის ეფექტური წარმართვის მიზნით ფუნქციონირებს სამეურნეო და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც ძირითადი უძრავი და მოძრავი საშუალებების - მანაქანა-დანადგარების, მოწყობილობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლისა და მის განახლების უზრუნველყოფს.
განყოფლება აწარმოებს ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ სამუ-შაოებს, როგორებიცაა: წყალგაყვანილობის, ელექტრო და ციფრული კომუნიკაციების, სანიტარული წერტილების, სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისა და სწორი ექსპლუატაციის კონტროლი, ასევე, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (სქემების, ქსელების ნახაზების) შედგენა/შესწორება-განახლება.
სამეურნეო და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება ამუშავებს ბაღისთვის პერსპექტიულ ინსფრასტრუქტურულ პროექტებს, გაგმავს და კოორდინაციას უწევს ძირითადი და სამეურნეო გზების, მოედნების, სანიაღვრე და სარწყავი სისტემების, ძირითადი და დამხმარე შენობა ნაგებობების მოვლა-პატრონობის სამუშაოებს.