ეროვნული თესლის ბანკი



ელექტრონული კატალოგი

ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1892 წელს. თავდაპირველად მას ერთი პატარა ოთახი ეკავა ციხის ისტორიულ კოშკში. 1898 წლისათვის ბიბლიოთეკაში ირიცხებოდა 600 ტომი. 1900 წლისათვის ბიბლიოთეკაში ირიცხებოდა 909 წიგნი, მათ შორის ბოტანიკაში 630, ბუნებათმცოდნეობის სხვა დარგებში – 139 და სოფლის მეურნეობაში – 140.
დღეისათვის ბიბლიოთეკაში ირიცხება 23 296 ბეჭდვითი ერთეული. 2015 წლიდან მიმდინარეობს ბიბლიოთეკის ფონდის შეყვანა ელექტრონულ კატალოგში.