საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი მდებარეობს, რომელიც ვარდების საკოლექციო ნაკვეთსა და იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს ესაზღვრება. ისტორიული წყაროების ცნობით პანთეონის ადგილას ძველი ისლამური სასაფლაო ყოფილა.
პანთეონში დაკრძალულნი არიან ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ მწერალი და დრამატურგი -მირზა ფათალი ახუნდოვი, პოეტი, კალიგრაფი და მწერალი - მირზა შაფი ვაზეჰი, პოლიტიკური მოღვაწე - ფათალი ხან ხოისკი და სხვა.