ჩვენი მიზანია, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებით ხელი შევუწყოთ მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვასა და კონსერვაციას და ამ გზით შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას!

მიმდინარეობს რეგისტრაცია





ეკოლოგიური განათლება

ბოტანიკურ ბაღებში ეკოლოგიური განათლების აქტუალობა დეკლარირებულია მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიით (GSPS 2011-2020) და ასახულია ბიომრავალფეროვნების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში (2014-20120). საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლება წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სტრატეგიულ პრიორიტეტს და ითვალისწინებს საზოგადოებისა და მისი ცალკეული ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას მცენარეთა მრავალფეროვნების, კონსერვაციის, მათი მნიშნველობის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე.

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება 2006 წლიდან დაიწყო. 2017 წელს ეკოლოგიური განათლება ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად იქნა გამოცხადებული, რის შემდგომაც დაიწყო მრავალდონიანი გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამების, შემეცნებითი ღონისძიებების და აქტივობების შემუშავება.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებასა და მის პოპულარიზაციას, ვუზრუნველყოთ ბოტანიკური ბაღის საქმიანობით ახალგაზრდების დაინტერესება და მუშაობის პროცესში ჩართვა.

მიზნის მისაღწევად, ბოტანიკურ ბაღში მოქმედებს გარემოსდაცვითი პროგრამები, რომელიც გათვლილია:

• სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის

• სტუდენტებისა და ზრდასრულებისთვის

ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება წვლილი შეიტანოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლაში და ამ გზით ხელი შეუწყოს მის დაცვასა და შენარჩუნებას.