ბოტანიკური ბაღის მწვანე სკოლა

პროექტი გათვლილია მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის

გარემოსდაცვითი საკითხებით, ბიომრავალფეროვნებით და ეკოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეების მოტივაციის გაზრდისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით ბოტანიკურ ბაღში შექმნილია 3 თვიანი სასწავლო კურსი უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის. მწვანე სკოლის სასწავლო კურსი მოცავს ვორქშოფებს, ტრენინგებს და პრაქტიკულ სამუშაოებს ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებზე ჩვენი სპეციალისტების ჩართულობით.

• მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 20 მოსწავლე

• შეხვედრები გაიმართება ბოტანიკურ ბაღში ყოველ ხუთშაბათს 3:00-დან 5:00 საათამდე

• კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

რეგისტრაცია შეჩერებულია და განახლდება მიმდინარე წლის სექტემბერში

პროექტი დროებით შეჩერებულია კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო