ბოტანიკური ბაღის მოყვარულ მებაღეთა კლუბი

კლუბის მიზანია მცენარეებითა და მათი მოვლის საკითხებით დაინტერესებული პირებისა და დამწყები მებაღეების გაერთიანება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და დაინტერსებული საზოგადოების ჩართვა ბოტანიკური ბაღის პრაქტიკულ სამუშაოებში.

ბოტანიკური ბაღის მოყვარულ მებაღეთა კლუბის წევრი:

• ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებისგან მიიღებს კომპეტენტურ ინფორმაციას მცენარის გამრავლების, გაზრდისა და მოვლის საკითხებზე

• შემეცნებითი პოსტების საშუალებით გაეცნობა ზოგად ინფორმაციას ღია და დახურული გრუნტის მცენარეების მახასიათებლებსა და მოვლის წესებზე, რომელიც გამოსადეგია საკუთარი ოთახის თუ ბაღის გამწვანებისთვის.

• მიიღებს კვირის რჩევას საკუთარი ბაღის მოვლის საკითხებზე

• ვიდეო-ჩართვები ბოტანიკური ბაღიდან ღია გრუნტის და ოთახის მცენარეებზე

კლუბის წევრებს პერიოდულად ვიწვევთ ბოტანიკურ ბაღში და ჩვენს სპეციალისტებთან ერთად ვრთავთ ბაღის მოვლის ყოველდღიურ საქმიანობაში


სამებაღეო ტური

ტური განკუთვნილია მოყვარულ მებაღეთა კლუბის წევრებისთვის და მოიცავს ბოტანიკური ბაღის კოლექციების დათვალიერებას როგორიცაა, ქრიზანთემების საკოლექციო ნაკვეთი, იაპონური ბაღი, ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოში, ტურს გაუძღვებიან ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები და გიდები.