ცნობარი მოხალისეებისათვის


საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს ბაღში განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა.
ბაღისთვის მოხალისეობრივ საქმიანობად ითვლება 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირის არაანაზღაურებადი საქმიანობა ბოტანიკური ბაღის მიზნების შესაბამისად, აღნიშნულ პირსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად.

მოხალისეობრივი საქმიანობა ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოხალისისთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებასა და არსებულის გაღრმავებას, ხოლო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისთვის საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდასა და თანამშრომელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ მითითებულ საფოსტო მისამართზე: info@nbgg.ge