შემეცნებითი ექსკურსია

ბოტანიკურ ბაღში საექსკურსიო მარშრუტები დაყოფილია სხვადასხვა სირთულის მიხედვით, სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის და უფროსკლასელებისთვის. ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეები კვალიფიციური გიდების თანხლებით დაათვალიერებენ ბოტანიკური ბაღის ღირშესანიშნაობებსა და მცენარეთა კოლექციებს. სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ექსკურსია მოიცავს სახალისო თამაშებსა და დავალებებს.

ექსკურსიის ხანგრძლივობაა სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის - 1სთ და 30წთ.

ექსკურსიის ხანგრძლივობა უფროსკლასელებისთვის - 2სთ.