ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ ღისრშესანიშნაობას ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა წარმოადგენს. იგი ბაღის ცენტრალურ მარშუტზე, კვიპარისების ხეივნის დასაწყისში მდებარეობს და 1000მ2 ფართობი უკავია. იგი ერთ-ერთ თვალსაჩინო სასწავლო-საგანმანათლებლო ობიექტს წარმოადგენს მასში არსებული მრავალფეროვანი მცენარეულობით.
ორანჯერიის განვითარება აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რაც გამოიხატება პირველ რიგში კოლექციაში არსებული მცენარეების შენარჩუნებასა და გამდიდრებაში. ეს ხელს შეუწყობს აგრონომ-დეკორატორებს, მოსწავლე-ახალგაზრდობას, სტუდენტებს, კერძო პირებს, მოყვარულებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია დეკორატიული მეყვავილეობით, კერძოდ, ოთახის მცენარეებით, მათი გამრავლების ხერხებით, მოვლა-პატრონობის საკითხებით, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.
2016 წლისათვის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში 900-მდე დასახელების თითქმის 5000-მდე რაოდენობის მცენარეა.