მერქნიან მცენარეთა განყოფილება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ ერთეულს მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილება წარმოადგენს.

აღნიშნული განყოფილება უზრუნველყოფს ადგილობრივი და არაადგილობრივი მცენარეების შემოტანას, გამრავლებას და ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებებში განაწილებას.

განყოფილების თანამშრომლები მუდმივ, მიზანმიმართული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ატარებენ ბაღის კოლექციისათვის საჭირო ადგილობრივი და არაადგილობრივი მცენარეებზე მათი შესწავლის, აღწერის და სისტემატიური დამუშავების, პერსპექტიული მცენარეების შერჩევის და მათი ინტროდუქციის მიზნით. განყოფილება კოორდინაციას უწევს ბოტანიკური ბაღის თესლის სიის (INDEX SEMINUM) შედგენის, გამოცემისა და გავრცელების ღონისძიებებს.

მერქნიან მცენარეთა კოლექციების მართვის განყოფილებაში მეთესლეობის ლაბორატორია შედის, რომელიც უზრუნველყოფს თესლის გაცვლის საერთაშორისო სისტემებში ბოტანიკური ბაღის ჩართულობას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, კოორდინირებას უწევს მცენარეთა კოლექციების კურატორთა მიერ ეგზოტურ და ადგილობრივ მცენარეთა თესლის შეგროვების ღონისძიებებს. მეთესლეობის ლაბორატორია საკუთარი ძალებით აგროვებს თესლს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს თესლის სიის (INDEX SEMINUM) შედგენას, მის გამოცემასა და შემდგომ გავრცელებას.