ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია
საქართველოს ეროვნული ბაღის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს დირექტორი თამაზ დარჩიძე, რომელიც ადმინისტრაციის სხვა რგოლებთან ერთად წარმართავს ბაღის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას.
ადმინისტრაცია კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ორგანიზაციულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამეურნეო საქმიანობას. სამართლებლივად უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების საქმიანობას, შრომითი უსაფრთხოებისთვის ატარებს სათანადო ღონისძებებს. ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ბაღის ქონებრივი რესურსების განკარგვაზე ამუშავებს და წარადგენს შესაბამის წინადადებებს.
ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის ბიბლიოთეკა, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ბოტანიკური ბაღის წიგნადი ფონდის იშვიათი და საუკუნოვანი ეგზემპლარების დაცვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ნებისმიერი პირისათვის ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკით ადგილზე სარგებლობის უზრუნველყოფა, ბოტანიკური ბაღის სხვადასხვა გამოცემების საბიბლიოთეკო ქსელში გავრცელების უზრუნველყოფა; ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებისთვის ბოტანიკური ბაღის მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით საბიბლიოთეკო ქსელში საჭირო ლიტერატურის მოპოვება;
ბიბლიოთეკას გააჩნია ბაღის წიგნადი ფონდის ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელშიც დაცულია ბაღის წიგნადი ფონდის შესახებ ინფორმაცია. მონაცემთა ბაზა შედგენილია საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.