შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილება


შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიზანია, „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში“ უზრუნველყოს საწარმოო ტრამვებისა და დაზიანებების პრევენცია და საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობა.

შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილება თავის საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს დასაქმებულებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო შრომის პირობების შექმნას გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. ბაღში რეგულარულად ხორციელდება ღონისძიებები, რომლის მიზანია შრომის უსაფრთხოების ეფექტური სისტემის შემუშავება და აღნიშნული სისტემის პერიოდული გაუმჯობესება.

შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების მთავარი ამოცანაა თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უზრუნველყოს იმ საწარმოო რისკების მინიმუმამდე დაყვანა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრამვის მიღება ან პროფესიული დაავადებები.