ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა

ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვან ინტროდუცენტებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი წიწვოვან მცენარებს უჭირავს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგან ისინი როგორც დეკორატიულობით, ისე აღმოსავლეთ საქართველოს პირობებისადმი კარგი შეგუებლობით დიდი ხანია იმსახურებენ ყურადღებას და სათანადო მოწონებითაც სარგებლობენ. დიდია მათი როლი როგორც ეკოლოგიაში, ისე გამწვანებაში და სამრეწველო გამოყენების თვალსაზრისით. ამჟამად ქალაქის გამწვანების ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ ჯგუფის წარმომადგენლების ახალი სახეობებით და მათი ფორმების შემოტანით.

წიწვოვნების ინტროდუქციას (შემოტანა, კულტივირება) ბოტანიკურ ბაღში დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მდიდარ ისტორიასთან. წიწვოვანი ხეების და ბუჩქების კოლექციების გაშენება ბაღის ძველ ნაწილში დაიწყო. მცენარების დარგვა ძირითადად ტარდებოდა მუზეუმის შენობიდან ჩანჩქერამდე, ანუ სოლოლაკის ქედის სამხრეთ ფერდობზე, პირველი ცნობები მათ შესახებ ღია გრუნტის მცენარეთა კატალოგებში გვხდება. დროთა განმავლობაში, ტერიტორიის გაფართოებასთან ერთად, გადაწყდა 2,5 ჰა ფართობის გამოყოფა წიწვოვან მცენარეთა ახალი ნაკვეთის შესაქმნელად. Mმან მოიცვა ტერიტორია ჩანჩქერიდან მცენარეთა კონსერვაციის განყოფილებამდე. ნაკვეთი მდებარეობს ჩრდილოთ ფერდობზე ძღ.დ. 460-480 მ-მდე.

ნიადაგები ძირითადად ღარიბია და ქვიშნარისაგან შედგება. მათი დიდი წყალგამტარიანობა არ იძლევა ტენის შენარჩუნების საშუალებას. ამ პირობების გასაუმჯობესებლად შემოიტანეს ტყის მიწა და მხოლოდ ამის შემდეგ გააშენეს კოლექცია. აქ, 1970 წლისათვის, ირიცხებოდა 14 სახეობის სოჭი, ნაძვების 5 სახეობა. მაგრამ, ბოლო 40 წლის განმავლობაში ნაძვების და სოჭების დიდი ნაწილი გახმა.

ამჟამად წიწვოვან მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთზე 21 სახეობაა, რომლებიც განეკუთნება Cephalotaxaceae, Cupressaceae, Pinaceae , Taxaceae ოჯახებს და

გეოგრაფიული წარმოშობით ასე ნაწილდება:

ჩრდილოეთ ამერიკის – მდინარის კედარი ანუ კალოცედრუსი (Calocedrus decurrens ), ვირჯინიის ღვია (Juniperus virginiana) და ცრუცუგა (Pseudotsuga mensiensii), რომლებიც გამოირჩევვიან ადაპტაციის მაღალი ხარისხით.

ხმელთაშუაზღვეთი – კილიკიის, მაკედონიის, ნუმიდიის და ესპანური სოჭები – (Abies cilicica,borisii regis, A.numidica, A.pinsapo), ატლასის კედარი (Cedrus atlantica), მარადმწვანე კვიპაროსი (Cupressus sempervirens), შავნაყოფა ღვია (Juniperus foetidissima), ალეპოს და ყირიმის ფიჭვები (Pinus halepensis, P.pallasiana )

კავკასია – კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana subsp. equi-troiana) და თურქული ფიჭვები.

ევროპა – უთხოვარი (Taxus baccata)

ჰიმალაი – ჰიმალაური კედარი (Cedrus deodara), მტირალა ხამეციპარისი (Chamaecyparis funebris ), ჰიმალაური კვიპაროსი (Cupressus totulosa), ჰიმალაური ფიჭვი ( Pinus walichiana).

ჩინეთ-იაპონია – ცეფალოტაქსუსი (Cephalotaxus drupacea) , ჩინური ღვია (Juniperus chinensis), აღმოსავლური ბრტყელტოტა (Platycladus orientalis).

გარდა ამ საკოლექციო ნაკვეთისა, ბაღის ტერიტორიაზე თავმოყრილია ადგილობრივი და ინტროდუცირებული წიწვოვან მცენარეთა მდიდარი კოლექცია, რომლის შემადგენლობა გაერთიანებულია 6 ოჯახში და მოიცავს 152 სახეობას, ქვესახეობას, ფორმას და კულტივარს. აქ გვხდება როგორც 100-წლოვანი და მეტი ხნოვანების ხეები, ასევე ახალდარგული მცენარეები – კედრები, ფიჭვები, ნაძვები, მდინარისპირა კვიპაროსი ანუ კალოცედრუსი, ულამაზესი სოჭები, კვიპაროსები და სხვა.

დღეისთვის ბაღის კოლექციებში იზრდება ფიჭვის 28 ტაქსონი - Pinus armandii, P.bungeana, P.coulteri, P.densiflora, P.eldarica, P. halepensis, P.kochiana, P.leucodermis ‘Compacta Gem’, P.massoniana, P.mugo, P.m.var. mughus, P.m. ‘Mops’, P.m.‘Ophir’, P.m.var.pumilio, P.nigra‘Austriaca’, P.n.‘Pierrick Bregeon’, P.n.‘Pyramidalis’, P.pallasiana, P.parviflora ‘Glauca’, , P.pinea, P.pityusa, P.ponderosa, P.radiata, P.sabiniana, P.sibirica, P.strobus ‘Macopin’, P.taeda, P.wallichiana.

კარგი ზრდა-განვითარება აქვს Pinus pityusa-ს დაP. halepensis -ს. მათი ხნოვანება თითქმის 150 წელს გაუტოლდა. ბაღში საკმაოდ დაზიანდა ჰიმალაის ფიჭვი (Pinus wallichiana). ხმობა შეეხო 100-წლიან და უფრო ახალგაზრდა ხეებს. ხმობის მიზეზი ჯერ კიდევ აუხსნელია. შესაძლოა იგი სოკოვან დაავადებასთანაც იყოს დაკავშირებული. 1993-95 წლამდე ბაღის პირობებს კარგად ეგუებოდა ყირიმის ფიჭვი (Pinus pallasiana). ფიჭვნარში ამ სახეობის 175 ხე იზრდებოდა. 1996-2000 წწ. მასობრივი ხმობის გამო ეს რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

ამჟამად ბაღის კოლექციებში იზრდება სოჭის 8 სახეობა და ერთი კულტივარი: Abies cephalonica, A.cilicica, A.concolor, A.concolor ‘Violaceae’, A. equi-trajani, A.nordmanniana, A.numidica, A.pinsapo, A.procera.

ბაღის კოლექციებში დღესდღეობით იზრდება ნაძვის შემდეგი სახეობა და კულტივარი: Picea abies, P.a. ‘Barryi’, P.a.‘ Cupressina’, P.a.‘Inversa’, P.alba ‘Frohburg’, P.breweriana, P.glauca ‘Alberta Globe’, P.g.‘Conica’, P.g.‘Laurin’, P.mariana‘Nana’, P.orientalis, P.pungens, Picea pungens f. glauca, P.smithiana.

თბილისის პირობებს ძნელად ეგუება ლარიქსი. მისთვის კრიტიკულია გვალვა, მაღალი ტემპერატურა და შედარებით თბილი ზამთარი. 2004 წ. დაირგო ლარიქსის ორი ტაქსონი - Larix decidua ‘Repens’ - 7 ძირი და L.kaempferi ‘Stiff Neeper’ – 7 ძირი. ამ რაოდენობიდან კულტივარების ნაკვეთზე დღეისათვის შემორჩა Larix decidua ‘Repens’ 2 ძირი.

მორწყვის პირობებში კარგი ზრდა-განვითარება აქვს ცრუცუგას (Pseudotsuga menziesii) ) და განსაკუთრებით ცისფერ ცრუცუგას (Pseudotsuga glauca).

ნორმალური მორწყვის პირობებში თბილისში პერსპექტიულია გიგანტური სექვოია (Sequoiadendron giganteum), რასაც ვერ ვიტყვით მარადმწვანე სექვოიაზე (Sequoia sempervirens), რომელიც ვერ იტანს მორწყვაში შეფერხებას, მის ზრდას აფერხებს აგრეთვე ნიადაგში კირის უხვი შემცველობა.

გვალვაგამძლეობის თვალსაზრისით თბილისისათვის პერსპექტიულია კვიპაროზისებრთა (Cupressaceae) ოჯახის მრავალი სახეობა. ბოტანიკურ ბაღში ეს ოჯახი შეისწავლა ნ. ბაშინჯაყელმა, რომელმაც დაადგინა, რომ სახეობათა რაოდენობამ 1887 წელს 21 შეადგინა, 1896 წელს 44-მდე გაიზარდა, მაგრამ შემდგომში მათი რიცხვი შემცირდა და 1972 წელს 33 სახეობას არ აღემატებოდა. ამ ოჯახის ერთერთი საინტერესო წარმომადგენელია ამერიკული მდინარისპირა კედარი ანუ კალოცედრუსი (Calocedrus decurrens), რომელიც ბოტანიკური ბაღის პირობებში წარმოდგენილია 3 ეგზემპლარით. Dამ რაოდენობიდან ყველაზე დიდს აქვს 22 მეტრი სიმაღლე, ხოლო დიამეტრი 63 სმ-ს უტოლდება.

ბაღის კოლექციებში გვარი Cupressus-ის წარმომადგენლები გვხდება შემდეგი შემადგენლობით: Cupressus arizonica, C.duclouxiana, C.goveniana C.guadalupensis, C.lusitanica C.l. f.glauca, C.macnabiana C.macrocarpa, C.sempervirens L., C.s. var.horizontalis f. pendula, C..s.var. pyramidalis , C.torulosa, C. torulosa f. microcarpa.

Chamaecyparis-ის გვარის წარმომადგენლები უფრო მომთხოვნი არიან ტენიანობის მიმართ. დაბალი გვალვაგამძლეობით აიხსნება ამ გვარის ზოგიერთი სახეობის ამოვარდნა ბაღის კოლექციიდან. როდესაც ბაღი ნორმალურად ირწყვებოდა, კარგი ზრდა-განვითარებით გამოირჩეოდა Chamaecyparis lawsoniana, მაგრამ 1996-2000 გვალვიან წლებში ისიც თითქმის მთლიანად გახმა.

დღეისათვის ბაღის კოლექციებში იზრდება ხამეციპარისების შემდეგი სახეობა და კულტივარი: Chamaecyparis funebris, Ch.lawsoniana, Ch.l.‘Pendula’, Ch.obtusa ‘Filicoides’ , Ch.o. ‘Nana Gracilis ’, Ch.pisifera, Ch. p.‘Filifera’, Ch.p.‘Filifera Nana’, Ch.p.‘Pendula’, Ch.pisifera ‘Plumosa Aurea’, Ch.p. ‘Sungold’ , Ch.p ‘squarrosa’.

გვალვებისადმი საკმაოდ გამძლეა მტირალა ხამეციპარისი (Chamaecyparis funebris).

ღვიები ბაღის კოლექციებში ფართოდაა წარმონგენილი - Juniperus chinensis, J.ch. ‘Blaauw’, J.ch. ‘Monarch’, J.ch. ‘Obelisk’, J.ch ‘Plumosa Aurea’ , J.ch. ‘Stricta’, J.communis, J.c.‘Repanda’, J.c. ‘Schneverdinger Goldmachangel’, J.conferta ‘Schlager’, J.deppeana, J.excelsa, J.foetidissima, J.horizontalis ‘Andorra Compact’. J.h. ‘Blue Chip’, J.h. ‘Glauca’, J. x media ‘Blue Alps’, J.x m.‘Blue and Gold’, J. x m.‘Pfitzeriana’, J.polycarpos, J.pseudosabina, J.rufescens, J. sabina, J.s. ‘Tamariscifolia’ , J.s. ‘Variegata’ , J.s. ‘Glauca’, J. squamata ‘Holger’, J.scopulorum, J. scopulorum ‘Skyrocket’, J.seravschanica, J.squamata ‘Blue Carpet’, J.s. ‘Meyeri’, J.virginiana, J.v. ‘Grey Owl’. ღვიებიდან თბილისის და მისი მიდამოების უარყოფითი ფაქტორებისადმი გამძლეობითა და დეკორატიულობით სავსებით შესაფერისი სახეობებია – Juniperus chinensis, J.excelsa, J.horizontalis, J.sabina, J.scopulorum, J.virginiana ‘Grey Owl’, J.squamata ‘Blue Carpet’.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბოტანიკური ბაღის პირობებში მორწყვის გარეშეც კი თითქმის დამაკმაყოფილებელი განვითარებით გამოირჩევა შემდეგი წიწვოვანი მცენარეები - P.bungeana, P.coulteri, P.halepensis, P.pinea, Cupressus sempervirens, Platycladus orientalis, Cedrus deodara და სხვ.

საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ბაღში იზრდება - Pinus bungeana, Pinus coulteri, Juniperus deppeana. სავარაუდოდ, მათი გამწვანებაში დანერგვა გაამდიდრებს თბილისის დენდროფლორას.