ბოტანიკურ ბაღს საქმიანი ვიზიტით ეწვია საპატიო სტუმარი, იაპონური საბაღე ხელოვნების აღიარებული სპეციალისტი ტაკუჰირო იამადა.
15 ნოემბერს საქართველოში იაპონიის საელჩოს ინიციატივით საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს საქმიანი ვიზიტით ეწვია საპატიო სტუმარი, იაპონური საბაღე ხელოვნების აღიარებული სპეციალისტი, ლანდშაფტის არქიტექტურის სფეროში მოღვაწე კომპანიის Hanatoyo Landscape co., Ltd. პრეზიდენტი ტაკუჰირო იამადა.
ბატონი იამადა გაეცნო იაპონური ბაღის შექმნის ისტორიას, დაათვალიერა აქ არსებული მცენარეები და კონცეპტუალური დეკორატიული ელემენტები, გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და მოგვცა ძალზე ღირებული რეკომენდაციები მცენარეების ფორმირებასთან და ბაღის პირვანდელი სახის და მისი გარემომცველი სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
ბატონი იამადა ქართული შემოდგომისათვის ტრადიციულ ჩურჩხელას ამოვლების მასტერკლასს დაესწრო და დაათვალიერა ბოტანიკური ბაღის ღირსშესანიშნაობები
ბატონ ტაკუჰირო იამადას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და დირექტორის მოადგილე თინათინ ბარბლიშვილი მასპინძლობდნენ.