შემოდგომის ყვავილების გამოფენა



დასრულდა შემოდგომის ყვავილების გამოფენა დიდი მადლობა ყველას, ვინც ესტუმრა ბოტანიკურ ბაღს და თავად იხილა ეს სილამაზე, მადლობა ჩვენს მონაწილეებს.

მადლობა ჩვენს თითოეულ მებაღეს და თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ ფერადი დღესასწაულის გალამაზებაში.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით ხუთ და 6 ნოემბერს ‘’შემოდგომის ყვავილების გამოფენა’’ გაიმართა.

გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში იყო წარმოდგენილი, ასევე შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია.

ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეას გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდა.

ჩატარდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები, რომლის ფარგლებშიც ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდნენ.

ბოტანიკური ბაღის მკვლევარი, ქრიზანთემების კოლექციის კურატორი ეთერ გოგიტაშვილი მის მიერ გამოყვანილ ჯიშებზე დამთვალიერებელს გამოცდილებას უზიარებდა.

‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ღონისძიებაზე ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.