საერთაშორისო სემინარი გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ჩართულობის საკითხებზე
2022 წლის 1 და 2 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტმა უმასპინძლეს ორდღიან საერთაშორისო სემინარს გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ჩართულობის საკითხებზე.
სემინარი ბოტანიკური ბაღისა და ამერიკული ორგანიზაციის „პარტნიორობა ბუნებისათვის“ („Partnership for Nature“, საბჭოს პრეზიდენტი ენტონი ელისონი) ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.
შეხვედრას ესწრებოდა არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების სფეროში მოღვაწე 10-მდე ადგილობრივი ორგანიზაციის 25-მდე წარმომადგენელი, ასევე სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ა. ტახტაჯიანის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი არსენ გასპარიანი და ივან ფრანკოს უნივერსიტეტის ლვოვის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ანდრიი პროკოპივი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა სიხარულიძე.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ გარემოსდაცვითი განათლების თანამედროვე ტენდენციებსა და სწავლების პრაქტიკულ მეთოდებს, უზიარებდნენ ერთმანეთს ინფორმაციას წარმატებული ეკოსაგანმანალებლო პროექტების შესახებ, მსჯელობდნენ ახალი პროგრამების განვითარების შესაძლებლობებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ლვოვის ბოტანიკურ ბაღთან და ერევნის ბოტანიკის ინსტიტუტთან და ბაღთან, დაისახა ორგანიზაცია „პარტნიორობა ბუნებისათვის“ მიერ ორგანიზებულ სტაჟირების გაცვლით პროგრამაში ბოტანიკური ბაღის ეკოგნათლების სპეციალისტების ჩართვის გეგმები
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს.
On November 1 and 2, 2022, the National Botanical Garden of Georgia and the Institute of Botany of Ilia State University hosted a two-day international workshop on environmental education and public outreach titled “Working Together to Engage the Public”.
The workshop was prepared by the joint efforts of the National Botanical Garden of Georgia and the USA based organization "Partnerships for Nature" (Board President Anthony Ellison).
The meeting was attended by up to 25 representatives of 10 local organizations working in the field of non-formal environmental education, as well as by the director of A. Takhtajian Institute of Botany (Armenia) Arsen Gasparyan, director of Ivan Franko University Lviv Botanical Garden Andriy Prokopiv, director of the Georgian National Botanical Garden Irine Danelia and Director of the Institute of Botany of Ilia State University Shalva Sikharulidze.
During two days of the workshop the participants were informed about the modern trends in environmental education and practical methods of teaching, shared information about the successful eco-educational projects, discussed the possibilities of developing new programs and the issues of future cooperation.
Memorandums of Understanding were signed with Lviv Botanical gardens and A. Takhtajian Institute of Botany.
Prospects were set for the inclusion of eco-education specialists of the Botanical Garden in the internship exchange program organized by the organization "Partnership for Nature".
The administration of the National Botanical Garden of Georgia thanks the organizers of the meeting and all its participants.