''დავიწყებული ხილის ხეივანს'' ხილის ქართული ნერგები შეემატა



ასეთი კარგი სიახლე გვაქვს, ''დავიწყებული ხილის ხეივანს'' ხილის ქართული ნერგები შეემატა

მოგეხსენებათ, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივნის“ ტერიტორიაზე ყოველი დარგული მცენარე სახელობითია

წელს კიდევ 12 ნერგი დაირგო, მათ შორის იყო გიორგი და ელდარ შენგელაიების, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, ჯანი ჯანინის, დიმა ბათიაშვილის, ჯუზეპე როტუნოს, ზაზა ურუშაძის, ნონა სამარგულიანის, ნინო ციციშვილის, რამაზ შენგელიას სახელობის ნერგები

ამასთანავე, ხეივანში აღიმართა ტონინო გუერას კონცეფციის მიხედვით შექმნილი ქანდაკება ''ჩიტების სოფელი''

ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის ქართულ-იტალიური ფონდის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 2020 წელს გაშენდა ტონინო გუერას სახელობის ''დავიწყებული ხილის ხეივანი'', სადაც დაირგო იტალიიდან ტონინო გუერას მეუღლის მიერ გამოგზავნილი ხილის ნერგები.