სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრების სტუმრობა



საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს გაცნობითი ვიზიტით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები ესტუმრნენ.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ეროვნული თესლის ბანკი დაათვალიერეს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თესლის ბანკის შექმნა დაკავშირებულია 2001 წლიდან ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტისა და მისურის ბოტანიკური ბაღის ერთობლივი სამეცნიერო-საგრანტო პროექტების განხორციელებასთან, რომელიც დაფინანსდა აშშ-ს სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 150 ენდემური და იშვიათი სამკურნალო მცენარის თესლის ბანკი.

ასევე კავკასიის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე სტუმრებს ლამარა ასიეშვილმა უმასპინძლა, ნაკვეთზე შექმნილია ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეების მდიდარი კოლექცია, რომელთა უმრავლესობა შესულია წითელ წიგნებსა და წითელ ნუსხაში, ზოგიერთი მათგანი კი შეტანილია მსოფლიოს იშვიათ მცენარეთა სიაში.