შოკოლადის გამოფენა



საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი მესამედ გაიმართა.

ფესტივალზე მონაწილეობას 20-მდე კომპანია იღებდა, წარმოდგენილი იყო, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადები, ასევე მასიური წარმოების, იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება.

ფესტივალზე დამთვალიერებლებს სანტა, ელფი, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტოდეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდა. ღონისძიებას მუსიკალურად DJ აფორმებდა.

ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო საახალწლო აქტივობები ჩატარდა.