„პურის ფესტივალი”
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი” მესამედ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია. ფესტივალი გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო ძველი პურის ცხობის ტრადიციები ქართული ფოლკლორული ანსამბლ „მჭელის“ მონაწილეობით. დამთვალიერებელმა ორი დღის განმავლობაში იხილა შემეცნებითი ილუსტრაცია ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილი იყო ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს სხვადასხვა სახეობის ქართული პურის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდა, ჩატარდა მესხური ქადების მასტერკლასი.