ესკიზური პროექტის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსი



საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მოსასვენებელი (საპიკნიკე) სივრცის და ფანჩატურის მოწყობის ესკიზური პროექტის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსი გამოცხადდა.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მდინარე წავკისისწყლის ხევის მარჯვენა ფერდზე. იგი გდაჰყურებს ხევს და წარმოადგენს მომცრო ტერიტორიას პანორამული ხედით ბაღის ღონისძიებათა სივრცის ჩრდილოეთ ნაწილში.

საპროექტო ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 300 კვ.მ-ია.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 15 000 ლარი დღგ-ს გარეშე.

მომსახურების მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ისტორიული საბაღე-დეკორატიული ელემენტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა, აღდგენა და განვითარება, ვიზიტორებისათვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნა.

ამ კოდის საშუალებით სატენდერო პირობებს, ვადებსა და დანარჩენ დეტალებს გაეცნობით: CNT200000048