ბოტანიკური ბაღს მნიშვნელოვანი წვლილი მცენარეთა შესწავლისა და კონსერვაციის საქმეში



თქვენ იცით, რომ ბოტანიკური ბაღს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლისა და მცენარეთა in situ და ex situ კონსერვაციის საქმეში.

გვინდა გაცნობოთ ამ კვირაში განხორციელებული საქართველოს ენდემური სახეობის მცენარეების ბუნებაში რეინტროდუქციის სამუშაოების შესახებ.

Aquilegia colchica Kem.-Nath. (კოლხური წყალიკრეფია)-საქართველოს ვიწრო ლოკალური გავრცელების ენდემია, სწორედ ეს მცენარე დაირგო ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჯრუჭის ხეობაში, ამ ადგილზე სახეობის პოპულაციის ბუნებრივი გავრცელების კლასიკური ადგილიდან მარგანეცის მოპოვების კარიერის არსებობამ პოპულაციის შემცირება და ფაქტიურად სრული განადგურება გამოიწვია.

აღნიშული მცენარეები გადაეცა ასევე კაცხის სვეტთან არსებულ მაცხოვრის სახელობის მონასტერს.

მეორე სამიზნე სახეობაა Campanula kachetica Kantsch. კახეთის მაჩიტა - საქართველოს ვიწრო ლოკალური გავრცელების ენდემი, რომლის 240 ძირი სამწლიანი ნერგი დაირგო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არწივის ხეობი მიმდებარედ.

სამუშაო შესრულდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების მიერ, დიდი ბრიტანეთის კიუს ბოტანიკური ბაღის საგრანტო პროექტის ”შევინარჩუნოთ კავკასიის ფლორა” ფარგლებში .