მოსალოცი ამბავია, სულ მალე თანამედროვე ტიპის, ლაბორატორიულ-ადმინისტრაციული სამუშაო სივრცე გვექნება
დღეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "Agah Group"-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან ახალი ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
ახალ შენობაში განთავსდება:
• ეროვნული თესლის ბანკი - დამხმარე ლაბორატორიით;
• მცენარეთა დაცვის ლაბორატორია;
• ქსოვილური კულტურის ლაბორატორია;
• სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებები;
• სამეცნიერო ბიბლიოთეკა;
• საკონფერენციო დარბაზი;
• ადმინისტრაცია.
მშენებლობის დასრულების შემდგომ ლაბორატორიების აღჭურვა ეტაპობრივად მოხდება
რამდენიმე დღეში დაიწყება მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 2 752 642 ლარს, იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება