საკურას ძვირფასი ნერგები ბოტანიკურ ბაღს იაპონიის კომერციისა და მრეწველობის პალატის ცენტრალურმა ფედერაციამ გადასცა.
იაპონელი მებაღეების მიერ თბილისისთვის შერჩეულ იქნა საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა, რომელიც დღეს ჩვენი და იაპონელი მებაღეების უშუალო მონაწილეობით დაირგო.
ცერემონიას ქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახა კალაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის კომერციისა და მრეწველობის პალატის ცენტრალური ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი იოშიჰისა მორი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.