საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი“ მოეწყო
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივნის“ მოწყობის მიზნით, დღეს, ნერგები დაირგო.
გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების შთამომავლები მონაწილეობდნენ, რომელთა სახელობის მცენარეებიც დაირგო. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში - ენრიკო ვალვო. იხილეთ ვრცლად: http://tbilisi.gov.ge/news/10824