ლანდშაფტის დიზაინისა და დეკორატიული მებაღეობის სასერტიფიკატო კურსი



ბოტანიკურ ბაღში ლანდშაფტის დიზაინისა და დეკორატიული მებაღეობის სასერტიფიკატო კურსი დასრულდა და დღეს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირინე დანელიამ პირველ ნაკადს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა, მადლობა გადაუხადა კურსის ლექტორებს, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებს მონდომებისთვის და პროფესიონალიზმისთვის.

ლანდშაფტის დიზაინისა და დეკორატიული მებაღეობის სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მერქნიანი და ბალახოვან-ყვავილოვანი მცენარეების გამოყენებით ორიგინალური დიზაინის სკვერების, ბაღებისა და პარკების შექმნით, მხატვრული გაფორმებით, მათთვის, ვინც დაინტერესებულია დეკორატიული მცენარეების მოვლით, კოლექციების შექმნით, მცირე ბაღების გაშენებით და აქვთ სურვილი შეიძინონ მოყვარული მებაღისათვის სხვა საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

სასერტიფიკატო კურსები კვლავ გაგრძელდება ბოტანიკურ ბაღში და თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც დაიდება ინფორმაცია რეგისტრაციასთან დაკავშირებით.