საკურას ყვავილობა ბოტანიკურში



საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 16 აპრილიდან 18 აპრილის საკურას ყვავილობის დღეები გაიმართა.

იაპონური ბაღის ტერიტორიაზე საკურას სწორედ ის სახეობაა წარმოდგენილი, რომელიც თავის სამშობლოში, იაპონიაში, ბუნებრივადაა გავრცელებული და შესაბამისად თეთრი ფერის ყვავილები აქვს.

ღონისძიების ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ბონსასის კოლექციის გამოფენა მოეწყო, დამთვალიერებლეი იაპონიის კულტურის შესახებ საინტერესო ცნობებს გაეცნენ, ვიზიტორებს ასევე იაპონურ თემაზე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა დახვდათ.

იაპონური ბაღის მშენებლობა, საქართველოში იაპონიის საელჩოს, ქ. თბილისის მერიისა და ბოტანიკური ბაღის ძალისხმევით, კომპანია JTI-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ბაღში დარგულია სხვადასხვა სახეობის 200-მდე მცენარე, აქ შეხვდებით იაპონურ სიმბოლოებს, როგორიცაა ბედნიერების და იღბლის მომტანი სკულპტურა, ტრადიციული ალისფერი ხიდი, იაპონიის უდიდესი მწვერვალის, ფუძიამას მთიდან ამოფრქვეული ლავის ეგზემპლარები და სხვა.