ზიპ-ლაინ ატრაქციონი

ბოტანიკურ ბაღში 2017 წლის ივნისის თვიდან ზიპ-ლაინ ატრაქციონი ფუნქციონირებს, ატრაქციონის საშუალებით შესაძლებელია ნარიყალის საბაგიროს შემოსასვლელიდან ბაღის ცენტრალურ საპარკე ნაწილამდე ჩამოსრიალება. ბაგირის სიგრძე 270 მეტრი, ხოლო საშუალო ხანგრძლივობა 30 წამია. ატრაქციონით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო მისი ღირებულება 50 ლარია.