სტაჟირება


საქართველოს ერობნული ბოტანიკური ბაღი აქტიურად მონაწილეობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამებში.
2017 წლის აგვისტოს თვეში წარმატებით დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტაჟირების პროგრამის - „დაიწყე კარიერა“ მეოთხე ეტაპი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი აქტიურად იყო ჩართული.
სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სხვადასხვა განყოფილებებს და იღებენ, როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ისე თეორიულ ცოდნას.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სტაჟირების გავლის მსურველებმა, მონაწილეობა უნდა მიიღონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ მითითებულ საფოსტო მისამართზე: info@nbgg.ge




ღია პოზიციები


ამ ეტაპზე ღია პოზიციები არ გვაქვს