ღია სადღესასწაულო სივრცე


"Events Square" - ღია სადღესასწაულო სივრცე მდებარეობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ საპარკე ნაწილში, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი, სხვადასხვა თემატიკის წვეულება ულამაზესი პანორამის ფონზე გამართოთ.



ტერიტორიაზე შესაძლებელია განთავსდეს სადღესასწაულო დეკორაციები, სცენა და სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის აუცილებელი ტექნიკური ატრიბუტიკა.

"Events Square"-ი შესაძლებლობას გაძლევთ მოაწყოთ:
დაუვიწყარი საქორწინო ხელისმოწერის ცერემონია ღია ცის ქვეშ, ისტორიული ნარიყალას ციხესიმაგრის ფონზე;

კორპორატიული ღონისძიებები:
შეხვედრები;
დაჯილდოვება;
პრეზენტაცია;

კერძო ღონისძიებები:
შემოქმედებითი გამოფენები;
პოეზიის საღამოები და სხვა


ნებისმიერი სახის ღონისძიება (გარდა საქორწინო ხელისმოწერის ცერემონიისა):
სამუშაო დღეებში -1200 ლარი (6 საათის განმავლობაში. ყოველი მომდევნო საათი 150 ლარი)
დასვენებისა და უქმე დღეებში -1500 ლარი (6 საათის განმავლობაში. ყოველი მომდევნო საათი 150 ლარი)
შენიშვნა: ფასში არ შედის ბაღის ბილეთის საფასური და დამატებითი ინვენტარი (მაგიდა, სკამი, გახმოვანების აპარატურა, ა.შ.)

ხელის მოწერის ცერემონიალი:
200 ლარი - სტუმრების ბაღის დათვალიერების საფასურის გარეშე.
ტექნიკური პერსონალი შემოსვლის თანხას არ იხდის
ბოტანიკური ბაღის ინვენტარით სარგებლობა 200 ლარი - შედის 30 სკამი და 2 მაგიდა
გახმოვანების სისტემით სარგებლობა - 150 ლარი (2 დინამიკი და 2 მიკროფონი, 1 მიქშერი)



ღია სადღესასწაულო სივრცის Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩატარებული ღონისძიებების ჩამონათვალს და დაათვალიეროთ ფოტოები