ბავშვებისთვის


2012 წლის აგვისტოში არბორეტუმის ტერიტორიაზე, ბაღის ცენტრალური შემო-სასვლელის მიმდებარედ საბავშვო მოედანი მოეწყო.

2022 წლის დასაწყისში ბოტანიკურ ბაღში საბავშვო სივრცის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ცენტრალური შემოსასვლელის მიმდებარედ, ისტორიულ არბორეტუმთან განახლებული საბავშვო სივრცე მოეწყო. ისტორიული არბორეტუმის ტერიტორიაზე ხემცენარეთა ერთობლიობა სამეცნიერო და სადემონსტრაციო მიზნითაა წარმოდგენილი, სწორედ ამ სივრცეში ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს იხილოს განსაკუთრებული მცენარეები და ასევე ისარგებლოს საბავშვო გასართობი სივრცით.

მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვისთვის გასართობი ატრაქციონები და შემეცნებითი-ეკოსაგანმანათლებლო აბრებია განთავსებული.