კორპორატიული პიკნიკი

ბოტანიკური ბაღი შესაძლებლობას გაძლევთ ბაღის ტერიტორიაზე მოაწყოთ კორპორატიული პიკნიკი, დაჯილდოვება, შეჯიბრები და სხვა სახის კერძო ღონისძიებები.

ბოტანიკურ ბაღში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არაუმეტეს 3 საათის ხანგრძლივობის ღონისძიების გამართვა - 400 (ოთხასი) ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო საათი - 100 (ასი) ლარი (ბაღის დათვალიერების საფასურის გარეშე);
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არაუმეტეს 6 საათის ხანგრძლივობის კორპორატიული საღამოს/ღონისძიების გამართვა - 2 000 (ორი ათასი) ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო საათი - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი. აღნიშნული მომსახურება დასვენებისა და უქმე დღეებში - 3 000 (სამი ათასი) ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო საათი - 450 (ოთხას ორმოცდაათ) ლარი (ბაღის დათვალიერების საფასურის გარეშე);

ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ხმამაღლა მოლაპარაკით (გახმოვანების სისტემით) სარგებლობა - დამატებით 300 (სამასი) ლარი ყოველი საათის განმავლობაში;


ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში პიკნიკი ერთ პირზე, არაუმეტეს 3 საათის განმავლობაში- 5 (ხუთი) ლარი, ყოველი მომდევნო საათი - 3 (სამი) ლარი (ბაღის დათვალიერების საფასურის გარეშე);


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ მითითებულ საფოსტო მისამართზე: info@nbgg.ge