ნაყინის ფესტივალი ბოტანიკურში
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 26 და 27 ივნისს, ღია სადღესასწაულო სივრცეში ნაყინის ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში 20-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მცირე მეწარმეები, ნაყინის მასიური მწარმოებლები და სტარტაპერები.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სახალისო აქტივობები, გათამაშებები, მუსიკა, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდათ.
ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ნაყინის კოქტეილის მასტერკლასი, რომლის დროსაც, დამთვალიერებლები ნაყინის შესახებ საინტერესო ფაქტებსა და ისტორიას გაეცნენ.