"თბილისი ეკომონადირე 2019” დასრულდა!



წლევანდელი წელი გამოირჩეოდა თავგადასავლებით, საინტერესო დავალებებით, ლაშქრობებითა და პრიზებით🤗

კონკურსის ფინალში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გადაეცათ TOP პრიზები

I ადგილი - Samsung Galaxy S10e

II ადგილი - Canon 800D

III ადგილი - Samsung Galaxy A70

კატეგორიები:

1) განახორციელა ყველაზე მეტი აღწერა

2) აღწერა ყველაზე მეტი სახეობის მცენარე

3) გაარკვია და მიუთითა ყველაზე მეტი მცენარის სახეობა

პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის მიერ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერა ონლაინ პლატფორმა - iNaturalist.org-ის საშუალებით

პროექტი კონკურსის სახით ხორციელდებოდა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში

დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს

გისურვებთ წარმატებებს!