საქართველოს ბოტანიკური ბაღების ქსელის ჩამოყალიბება



დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ირაკლი არჩაია, დირექტორის მოადგილე, დავით ხარაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორი ზურაბ მანველიძე.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ, ბათუმელ კოლეგებს ბაღში მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა კოლექცია, თესლის ბანკი და ბაღის ღირსშესანიშნაობები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს ბოტანიკური ბაღების ქსელის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. მიღწეულ იქნა შეთანხმება ქსელის ძირითად კონცეფციასა და შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების, მცენარეთა კოლექციების გაცვლისა და პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.