დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საერთაშორისო საგრანტო პროექტის - ‘’საქართველოში გავრცელებული ხეხილისა და კენკროვანი მცენარეების კონსერვაციის’’ ფარგლებში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის ადგილობრივ მოხალისეთა სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები.
ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები ბოტანიკური ბაღის დირექტორს შეხვდნენ. თამაზ დარჩიძემ სტუმრებს ბაღის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო, რის შემდეგაც მათ ბოტანიკური ბაღის ეროვნული თესლის ბანკი, ფიტოგეოგრაფიული განყოფილებები და ბაღის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა დაათვალიერეს.