ტრეინინგის „მცენარეთა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“-ს გახსნა
დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ ფარგლებში დაიწყო ტრეინინგი თემაზე, „მცენარეთა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები"
პროექტის ფარგლებში, თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სააგენტოს მცენარეთა დაცვის სფეროს სპეციალისტები ადემ სინან ჰინისი, აქინ ემინი და ფათიჰ ულქუდური ბოტანიკური ბაღის, ეკოსერვის ჯგუფისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 16 თანამშრომელისათვის მთელი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს