იასამანის ყვავილობის დღეები ბოტანიკურ ბაღში



საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიმართა. ბოტანიკური ბაღის იასამნების საკოლექციო ნაკვეთი 75-მდე ჯიშის 700-მდე იასამნის ეგზემპლარს ითვლის, რომელიც საქართველოში იასამნების ყველაზე მასშტაბურ კოლექციას წარმოადგენს.

საკოლექციო ნაკვეთს საფუძველი 1970 წელს ჩაეყარა, ხოლო მისი რეაბილიტაცია 2019 წელს განხორციელდა.