რეჟისორ, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ბროწეულის ხის დარგვა



დღეს ტონინო გუერას ‘’დავიწყებულ ხეხილის ბაღში’’ რეჟისორ ხოსე მაჯინერეს ორგანიზებით, XX საუკუნის ცნობილი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ბროწეულის ხე დაირგო ღონისძიებას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქორეპისკოპოსი, სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები, ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ ტონინო გუერას ბაღი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2020 წელს გაშენდა. აქ, ღვაწლმოსილი პიროვნებების საპატივცემულოდ, იშვიათი ჯიშის ხეხილის ნერგებია დარგული, რომლებიც ტონინო გუერას ოჯახისა და მისი სახელობის ფონდის მხარდაჭერითაა შემოტანილი