საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა, აღმოსავლეთ საქართველოში რცხილაფოთოლა ძელქვის (Zelkowa carpinifolia) გავრცელების დღემდე უცნობი წერტილი აღმოაჩინეს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა ჯ. ლომიძემ, ს. ხმალაძემ და ქ. თავართქილაძემ თბილისის შემოგარენის მერქნიანი მცენარეების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლის ფარგლებში მორიგი საველე გასვლის დროს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რცხილაფოთოლა ძელქვის კორომი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე არ ყოფილა მოხსენიებული. არსებული მონაცემებით, რცხილაფოთოლა ძელქვა აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე იყო დაფიქსირებული.