ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ლაბორატორიისა და მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილების თანამშრომლები, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის მიწვევით, ართვინის სატყეო სამმართველოსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ლაბორატორიაში გადამზადების კურსს გადიან
ტრენინგის ფარგლებში, რომელსაც ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორი თემელ გოკთურქი უძღვება, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, როგორიცაა: მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური კონტროლი, ინტეგრირებული დაცვის მნიშვნელობა, მცენარეთა დაცვაში თანამედროვე ტექნოლოგიების (ტომოგრაფი, ინექციის მეთოდი) გამოყენების პერსპექტივები და სხვ.
მიმდინარე ტრენინგი - ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა’’ (IPM) - თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა“ - საფუძველზე ჩატარებული ტრენინგის - ,,მავნებლებელ-დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ და საერთაშორისო კონფერენციის - ,,საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ ფარგლებში ტარდება
აღნიშნულ ცოდნასა და გამოცდილებას ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ