მიმდინარე წლის 20-24 მაისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მასპინძლობდა პირველ საერთაშორისო კონფერენციას ,,საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“
კონფერენციის ფარგლებში წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე დაინტერესებული პირებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა (ვორკშოპი) ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა (IPM)“, რომელსაც უძღვებოდა ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორი თემელ გოკთურქი. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური კონტროლი, ინტეგრირებული დაცვის მნიშვნელობა, მცენარეთა დაცვაში თანამედროვე ტექნოლოგიების (ტომოგრაფი, ინექციის მეთოდი) გამოყენების პერსპექტივები და სხვა