ასე ეფიცხება ხოლმე მზეს ჩვენი იუბეას პალმა

იუბეა (Jubaea) პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც უმეტესად სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი, ჩილეში გვხვდება. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე - 1.5 მეტრს.

იუბეას მოვლა საქართველოს კლიმატურ პირობებში პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. ის -15 გრადუს ყინვასაც კი უძლებს, მას მარტივად შეუძლია სხვა და სხვა კლიმატურ ზონასთან ადაპტირება და შესაბამისად, ზრდასადა განვითარებაში ტემპერატურის ცვალებადობა ხელს ვერ უშლის.

მისი ვიზუალიდან გამომდინარე, იუბეას ხშირად "სპილოს პალმადაც" კი მოიხსენიებენ