Euphorbia (Poinsettia) pulcherrima - პუანსეტია



შობის დღესასწაული ახლოვდება

ალბათ ყველას გსმენიათ საშობაო მცენარის შესახებ, თუმცა მოდით უკეთ გავიცნოთ ის:

Euphorbia (Poinsettia) pulcherrima - პუანსეტია - საშობაო მცენარე ანუ ბეთლემის ვარსკვლავი - უმეტესად გავრცელებულია ტროპიკულ მექსიკაში, გვატემალასა და კოსტა-რიკაში.

გვარში მისი 2000-მდე სახეობა არსებობს.

პუანსეტია 30-სმ-დან 2მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი, მარადმწვანე, დეკორატიული ფოთლის მქონე, ნახევრად ხე ან ბუჩქია.

წითელი ფერის და სხვა შეფერილობის ვარსკვლავისებური ფორმის თანაყვავილების წყალობით, პუანსეტია ტრადიციულ საშობაო მცენარედ იქცა.

მოვლის წესები:

გადაყვავილების შემდეგ, ბუჩქი კარგად უნდა გაისხლას, რათა შემდეგ წელს კვლავ აყვავდეს.

ინტენსიური ზრდის პერიოდში მცენარე უხვად ირწყვება.

პუანსეტიას ზრდის ყველა ეტაპზე უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი, პირდაპირი მზის სხივები უარყოფოთად მოქმედებს მასზე.

ზამთარში ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საკმარისია 15 C -18 C ტემპერატურა.