შოკოლადის ფესტივალი



ბოტანიკური ბაღი ყველაზე გემრიელ ფესტივალზე გიწვევთ!

შოკოლადის ფესტივალი 9 დეკემბერს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში შედგება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და შოკოლატერია "არტიზანი".

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და რა თქმა უნდა შოკოლადის შადრევანი 😍

ბოტანიკური ბაღის უზარმაზარი ნაძვის ხე და სპეციალურად მოწვეული სანტა კლაუსები კი ფესტივალს ნამდვილ საახალწლო დღესასწაულად გადააქცევენ 🎊

ღონისძიებას 18:00 სთ-ზე, ნაძვის ხის საზეიმოდ განათება დაასრულებს.

გელოდებით ყველას ვისაც შოკოლადი გიყვართ,

ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა და მოვიმარაგოთ ბევრი შოკოლადი!

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://www.facebook.com/events/935624843315326/