
ყოფილხართ ჩვენს ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში?
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებული ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის ფართობი 1000 კვ. მ-ია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ თვალსაჩინო სასწავლო-საგანმანათლებლო ობიექტს მასში არსებული მრავალფეროვანი მცენარეულობით.
ამჟამად ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში 900-მდე დასახელების თითქმის 5000-მდე რაოდენობის მცენარეა. პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად გრძელდება სამეცნიერო კვლევები, სისტემატიურად ტარდება ექსკურსიები ვიზიტორებისათვის და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას გადიან სტუდენტები.
ტროპიკულ ორანჟერეაში დამთვალიერებლების მიღების საათები: ორშ-პარასკ 09:00-17:00 სთ


