სასწავლო-შემეცნებითი ტურები ზოგადი

მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბოტანიკური ბაღის კოლექციებითა და საქმიანობით ბოტანიკურ ბაღში ეწყობა სასწავლო შემეცნებითი ტურები, რომელშიც ჩართულები არიან ბაღის სპეციალისტები და გიდები. შემეცნებითი ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ბაღის ისტორიას, მცენარეთა კოლექციებს, კოლექციების შექმნისა და მართვის პრინციპებს, მცენარეთა მრავალფეროვნებას, იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეების კონსერვაციის პროცესს, ზოგადად ბაღის საქმიანობას და ღირშესანიშნაობებს.

ტური გათვლილია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ჩატარდება კვირაში ერთხელ


ხანგრძლივობა - 2სთ

ტურში მონაწილეთა რაოდენობა - 10 მონაწილე