შემეცნებითი კონკურსი „Garden Game“

პროექტი გათვლილია საჯარო და კერძო სკოლების მე-7 კლასის მოსწავლეებზე

ბოტანიკური ბაღის ბუნებრივი ლანდშაფტი და ბიომრავალფეროვნება შესანიშნავი გარემოა გარემოსდაცვითი საკითხების, განსაკუთრებით კი მცენარეთა მრავალფეროვნების და მნიშვნელოვანი სახეობების შესახებ ცოდნის გაღრმავებისთვის. ამ მიზნით შევქმენით შემეცნებითი ხასიათის კონკურსი - „Garden Game”.

პროექტი შეჯიბრის სახითაა: მონაწილეები სპეციალური რუკის დახმარებით ბოტანიკურ ბაღში გადაადგილდებიან და ერთმანეთს კოორდინატორებს მიერ მიცემული ამოცანების შესრულებაში ეჯიბრებიან. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ყველაზე მცირე დროში ყველაზე მეტ ქულად დააგროვებს.

რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე

პროექტი დროებით შეჩერებულია კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო