დღეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი პროექტის - "Garden Games"-ის ფინალი გაიმართა
ფინალისტებს ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე შეხვდა, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მონაწილეებს სერტიფიკატები და თემატური სიმბოლური საჩუქრები გადასცა
თამაზ დარჩიძემ გარემოს დაცვასა და ეკოსაგანმანათლებლო პროექტის - "Garden Games"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა
ფინალში ერთმანეთს რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლისა და 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ, I ადგილი კი რობერ შუმანის ევროპულმა სასწავლებელმა მოიპოვა
''Garden Games''-ის პროექტმა 10 მაისს აიღო სტარტი, მასში 25-მდე თბილისის კერძო და საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას და 250-მდე მოსწავლე იყო ჩართული, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა დავალების შესრულებაში ეჯიბრებოდნენ
პროექეტის მიზანი სასკოლო ასაკის ბავშვებში ბოტანიკური ბაღისა და მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა