კულტივარების ბაღი



‘კულტივარების ბაღი’ – ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ლამაზი და საინტერესო საკოლექციო ნაკვეთია, რომელიც შექმნილია მაღალდეკორატიული სარგავი მასალით და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაღის დამთვალიერებლებს შორის.

კოლექცია განლაგებულია ვაკე ადგილზე ბაღის ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს ტერიტორიას მცენარეთა კონსერვაციის განყოფილებიდან აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფართოფოთლოვანი ხეებისა და ბუჩქების კოლექციამდე.

მცენარეების დარგვის დროს გათვალისწინებული იყო კულტივარების ყველა თვისება – ეკოლოგია და მათი დეკორატიული ღირებულებები.

კულტივარების საკოლექციო ნაკვეთს ორ ნაწილად ჰყოფს საბაღო გზა, რომელიც გაფორმებულია მარადმწვანე კვიდოს ცოცხალი ღობით, საიდანაც ტერიტორიის ორივე მხრიდან აღიქმება კულტივარების ცალკეული მხატვრული ჯგუფები წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით.

ხართ ნამყოფი ჩვენს კულტივარების ბაღში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები